ყოველწლიურად მთავრობები, ძალოვანი თუ სამხედრო სტრუქტურები და დიდი დაწესებულებები მილიარდობით დოლარს აბანდებენ მავნე მოთვალთვალე პროგრამების შექმნასა და შესყიდვაში -- რომლებიც განკუთვნილია მომხმარებელთა მოწყობილობაში ფარული შეღწევისთვის და შემტევებისთვის მასალების უნებართვოდ ხილვის შესაძლებლობის მიცემისთვის.
წელს პეგასუსის პროექტით გამჟღავნდა, რომ მომხმარებლებს მოთვალთვალე პროგრამისა, სახელწოდებით პეგასუსი, რომელიც ისრაელს უსაფრთხოების სამსახურის (NSO-ჯგუფი) ქმნილებაა, სამიზნედ ჰყავდათ ამოღებული ათასობით პირი 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ბიზნესის აღმასრულებლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ადამინის უფლებათა დაცვისთვის მეამბოხეები.
მოცემული გამოშვების PrivChat საშუალებას გაძლევთ, შეუერთდეთ ლიხიტას, ეტიენ მეინიერს ამნისტი-ინტერნეიშენალიდან, ჯონ სკოტ-რეილტონს სიტიზენ-ლაბიდან და განიხილოთ:
- რა შეუძლიათ მოიმოქმედონ ცალკეულმა პირებმა, ჟურნალისტებმა, მეამბოხეებმა თუ ადამიანის უფლებათა დამცველებმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კიდევ უფრო მეტად დახვეწილი თვალთვალის საშუალებების წინააღმდეგ?
- რა სახის დაწესებულებებს შეგვიძლია დავეყრდნოთ ამგვარი დარღვევების წინააღმდეგ?
- ვინ მუშაობს მეტად უსაფრთხო, პირადულ პროგრამულ საშუალებებზე, რომელთა ნდობაც შეიძლება?
Roger Dingledine, Co-Founder of the Tor Project, will join us as our host and moderator.