საუბრები ტექნოლოგიების, ადამიანის უფლებებისა და Tor-პროექტის მიერ მონიჭებული ინტერნეტთავისუფლების ირგვლივ
PrivChat წარმოადგენს ღონისძიებების წყებას სახსრების მოსაზიდად და შემოწირულობის ზრდისთვის Tor-პროექტში. სანაცვლოდ კი PrivChat მოგაწვდით მეტად მნიშვნელოვან ცნობებს, თუ რა სიახლეებია ტექნოლოგიურ სამყაროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტერნეტთავისუფლების კუთხით, მოწვეულ მცოდნე ხალხთან და ჩვენს ერთობასთან გასაუბრებით.
თავი #1 - ინტერნეტში პირადულობა 2020 წელს: მოძრაობა და COVID-19
როცა ᲙᲝᲕᲘᲓ-19 გავრცელების პიკს აღწევდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრმა მთავრობამ დაიწყო ტექნოლოგიების მოძიება ვირუსის გავრცელებისთვის თვალის სადევნებლად პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში. ურთიერთშემხებ პირთა დასადგენად დანერგილმა საშუალებებმა და ტექნოლოგიებმა ბევრი კითხვა გააჩინა, განსაკუთრებით პირადულობის კუთხით: შესაძლებელია ვირუსის გავრცელებისთვის თვალის მიდევნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით? ახლა შუაგულში ვიმყოფებით წამოწყებული აჯანყებებისა შეერთებულ შტატებში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიოს დანარჩენ კუთხეებშიც არაერთი გამოსვლა ახლავს, ამიტომ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს შეკითხვები, რომლებიც ეხება ურთიერთშემხებ პირთა თვალის დევნებას, პირადულობასა და მიყურადებას. შესაძლებელია ვირუსის თვალის მისადევნებელი საშუალებების გამოყენება მეამბოხეთა ზედამხედველობისთვის? ან შესაძლებელი გახდება? ჩვენი პირველი საუბრისთვის, რომლისთვისაც PrivChat გამოვიყენეთ, Tor-პროექტმა მოიწვია სამი არაჩვეულებრივი სტუმარი პირადი მონაცემების დაცვის საკითხების განსახილველად.
როჯერ დინგლედინი პრეზიდენტი და თანადამფუძნებელია Tor-პროექტისა, არამომგებიანი წამოწყებისა, რომელიც ავითარებს უფასო და ღია წყაროს პროგრამულ საშუალებებს ხალხის დასაცავად თვალთვალისგან, ცენზურისა და მიყურადებისგან ინტერნეტში. ერთი მხრივ, როჯერი ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა და მეამბოხეა არაერთ კონტინენტზე, რომ დაეხმაროს ყველას საფრთხეთა გააზრებასა და თავის დაცვაში. მეორე მხრივ, წამყვანი მკვლევარია ინტერნეტში ვინაობის გაუმხელობის საკითხებისა, ხელმძღვანელობს და ზედამხედველობს აკადემიურ კვლევებს Tor-თან დაკავშირებული საკითხების შესახებ. 2002 წლიდან წვლილი შეაქვს ყოველწლიური სიმპოზიუმის გამართვაში პირადულობის დაცვის გასაუმჯობესებელი ტექნოლოგიებისთვის (PETS). მის მიღწევებს შორისაა, რომ როჯერი დასახელდა MIT-ის ტექნოლოგიურ მიმოხილვაში 35 წლამდე ასაკის 35 რჩეულ გამომგონებელს შორის, აგრეთვე შემდგენელია Tor-ის დიზაინის კონცეფციისა, რომელმაც დაიმსახურა Usenix-Security-ის პრიზი „Test of Time“, გარდა ამისა, აღიარებულია Foreign-Policy-magazine-ის მიერ 100 რჩეულ საერთაშორისო მოაზროვნეს შორის.
Carmela Troncoso is an Assistant Professor at EPFL (Switzerland) where she heads the SPRING Lab. She holds a Master's degree in Telecommunication Engineering from the University of Vigo (2006) and a Ph.D. in Engineering from the KU Leuven (2011). Before arriving to EPFL she was a Faculty member at the IMDEA Software Institute (Spain) for 2 years; the Security and Privacy Technical Lead at Gradiant working closely with industry to deliver secure and privacy friendly solutions to the market for 4 years; and a pos-doctoral researcher at the COSIC Group. Carmela's research focuses on security and privacy. Her thesis “Design and Analysis methods for Privacy Technologies” received the European Research Consortium for Informatics and Mathematics Security and Trust Management Best Ph.D. Thesis Award; and her work on Privacy Engineering received the CNIL-INRIA Privacy Protection Award 2017. She regularly publishes in the most prestigious venues in Security (e.g. ACM Conference on Computer Security or USENIX Security Symposium) and Privacy (Privacy Enhancing Technologies).
დანიელ კან გილმორი უფროსი ტექნოლოგია ACLU\u2019-ის სიტყვის თავისუფლების, პირადულობისა და ტექნოლოგიების პროექტში, თუ როგორ აყალიბებს ჩვენ ირგლივ არსებული ტექნიკური საშუალებები საზოგადოებას და როგორ ზემოქმედებს სამოქალაქო თავისუფლებაზე. როგორც ღია პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელსა და Debian-პროექტის წევრს, წვლილი შეაქვს ძირითადი ხელსაწყოების შექმნაში, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციით მდიდარ გარემოს. როგორც IETF-ის მონაწილე, ხელს უწყობს ქსელებსა და კრიპტოგრაფიაში ახალი თაობის ოქმების შედგენას, რომლებიც გათვლილი და მორგებული იქნება პირადულობასა და უსაფრთხოებაზე. იგი მიყურადების მოწინააღმდეგე, და ამასთანავე, პირადულობის, სამართლიანობის, სიტყვის თავისუფლებისა და მონაცემთა ხელშეუხებლობის დამცველია. დანიელი ბრაუნის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა კურსდამთავრებულია.
მეთ მიტჩელი ჰაკერი და უფროსი ტექნიკოსია ფორდის ფონდში. მეთი მუშაობს ფორდის ფონდის BUILD-ისა და ტექნოლოგიის, აგრეთვე საზოგადოებრივ ჯგუფებში, ციფრული უსაფრთხოების გეგმის შესამუშავებლად, ტექნიკური მხარდაჭერის შესათავაზებლად და დაცვისა თუ უსაფრთხოების ზომების მისაღებად ფონდის საგრანტო პარტნიორებისთვის. თავდადებულად მუდმივად იყენებდა თავის უნარებს — როგორც ჰაკერი, შემმუშავებელი, საოპერაციო უსაფრთხოების მრჩეველი, უსაფრთხოების მკვლევარი და მონაცემთა მიმომხილველი — სასარგებლო საქმეებში, მეთს არაერთგან უმუშავია სხვადასხვა მოვალეობის შესრულებით ტექნოლოგიებისა და სოციალური სამართლიანობის დარგების მიჯნაზე. ხელმძღვანელობდა ციფრულ უსაფრთხოებასა და პირადულობას Tactical-Tech-ში (ე.წ. Tactical Technology Collective). მეთი პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოების გადამზადების წარმართვაზე, სასწავლო გეგმის შედგენაზე, აგრეთვე, თავად ორგანიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე Tactical-Tech-ში მათი მთავარი მიზნის მისაღწევად, რომელიც მოიცავს ცნობიერების ამაღლებას პირადულობის კუთხით, ციფრული უსაფრთხოების საშუალებების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ხალხის წახალისებას, გამოიყენონ ინფორმაცია საქმეში. მეთი ცნობილია, როგორც უსაფრთხოების მკვლევარი, საოპერაციო უსაფრთხოების მრჩეველი, მონაცემთა მიმომხილველი, რომელმაც დააფუძნა და ხელმძღვანელობს CryptoHarlem-ს, სახელდახელოდ გამართულ სამუშაო შეხვედრებს კრიპტოგრაფიის ძირითადი ხელსაწყოების სწავლებისთვის ზემო მანჰეტენში მცხოვრები აფრო-ამერიკელი საზოგადოებისთვის.
საუკეთესო გზა ჩვენი საქმიანობის მხარდასაჭერად ყოველთვიური შემწეობის გაღებაა.